ირაკლი ქადაგიშვილი: მელია, „ლელო“, გირჩი ჯაფარიძე თუ ნიკა გვარამია – ეს არის დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების დაჯგუფება
არც მელია, არც „ლელო“, არც გირჩი ჯაფარიძე თუ ნიკა გვარამია ქართული პოლიტიკისთვის სიახლე არ არის. ეს არის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილების დაჯგუფება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მცდელობა, რომ, იქნებ, სიახლედ გაასაღონ შეკრების თავიანთი სურვილი. რამდენად გულწრფელები არიან სურვილშიც, ჯერჯერობით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დგას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.