რატი იონათამიშვილი: ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო დღესაც ლიდერია ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის
„ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო დღესაც არის ლიდერი ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ადგილობრივი “ენჯეოების” მიზანი ევროინტეგრაციის უზრუნველყოფა არ არის.
“ერთადერთი, ვინც საწინააღმდეგო დასკვნას აკეთებს, არის ადგილობრივი ე.წ. „ენჯეოების“ წარმომადგენლების დასკვნა, რომლებიც საქართველოს ყველაზე დაბალ შედეგს ანიჭებენ. ამ ადამიანების ინტერესი არ არის ევროინტეგრაციის უზრუნველყოფა. პირიქით, ისინი ადრეც ხელს უშლიდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარი ე.წ. ანგარიშებით, რაც სინამდვილეში კონკრეტული დაკვეთები იყო. ახლა ცდილობენ მოლაპარაკების გახსნას შეუშალონ ხელი, მაგრამ ხელმოცარულები დარჩებიან, როგორც მაშინ, ვინაიდან ობიექტურობა არ იკარგება და ჩვენს წინსვლას ისინი ხელს ვერ შეუშლიან. ერთადერთი რაც ხდება, ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან იმ პირების მემკვიდრეები, ვინც საბჭოთა კავშირის დროს „დანოსებს“ წერდა მოსკოვში“, – აცხადებს იონათამიშვილი.