დავით ხაჯიშვილი: გეგმები გვაქვს, რომ სრულიად ოპოზიციამ კოალიციურად მოვიგოთ არჩევნები
“გეგმები გვაქვს, რომ არჩევნები სრულიად ოპოზიციამ კოალიციურად მოვიგოთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გეგმის თანახმად, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა შეიქმნება.
„გეგმები გვაქვს, რომ სრულიად ოპოზიციამ, კოალიციურად მოვიგოთ არჩევნები და ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიქმნას კოალიციური მთავრობა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ეს გამოსავალი აქვს მომავლისთვის“, – აღნიშნა ხაჯიშვილმა.