ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნების“ რეიტინგი ჩვენი პრინციპული, გაბედული და ძალიან დიდ შრომაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია
მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მმართველი გუნდის პრინციპული, გაბედული და ძალიან დიდ შრომაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია.
“ის, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ მოკალათდნენ, საბოლოოდ, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ ის რეიტინგი და მხარდაჭერა, რაც ნამდვილად გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს რომ არჩევნები იყოს, მაგალითად, კვლევებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების საშუალებას იძლევა, (ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის), ჩვენი ძალიან პრინციპული, გაბედული და მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდ შრომაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.