რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში დღითი დღე მატულობს
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში დღითი დღე მატულობს.
„ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ღირებულებითი სხვაობა. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ სიძულვილის კამპანიითა და მისი ტირაჟირებით არის დაკავებული.
ფაქტობრივად, ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. ამ პირობებში, რასაკვირველია, სხვანაირი მოცემულობა ვერ იქნება და უკვე ფაქტებით არის გარანტირებული ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში დღითი დღე მატულობს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა. ეს პროპორციები, როგორც ჩანს, ოქტომბრისთვის კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება“, – აცხადებს იონათამიშვილი.