გიორგი ვოლსკი: როზნერის კონსულტანტობის პერიოდში „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე არჩევნები წააგო
“როზნერის კონსულტანტობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე არჩევნები უკვე წააგო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – ეს არის ერთი მედლის ორი მხარე
„პოზიტიურ ტენდენციებში, ნებისმიერ კონსულტანტს საქმიანობა ძალიან გაუჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტებისა და კონსულტანტების რესურსი გააჩნია. ამერიკულმა „ფარას“ კანონმა კიდევაც ამოაგდო დახარჯული მილიონები, რათა სააკაშვილისგან წამებული პრეზიდენტის ფიგურა შეექმნა. „ლელოს“ ეს რესურსი არ ჰქონია, მათ არ აქვთ იმდენი ცნობიერება და ცოდნა-გამოცდილება ამ სფეროში და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რესურსი გადაუნაწილა. ფაქტია, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ერთი მედლის ორი მხარე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, “ქრონიკის” ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი – ჯერემი როზნერი გამოყო.