„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

„ნაცმოძრაობა“ პრობლემა იყო ქვეყნისთვის პოზიციაშიც, ასევე, პრობლემაა დღესაც, როდესაც არის ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობა არ ასვენებს ქვეყანას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის პრობლემა ქვეყნისა და საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს. ძალიან ბევრი დანაშაული გვახსოვს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, დანაშაულს დანაშაულზე ამატებენ, დესტრუქციას დესტრუქციაზე და საზოგადოებას პრაქტიკულად არ აძლევენ სიმშვიდეს. განვითარებას განუვითარებლობად აფასებენ, მშენებლობას დანაშაულად აცხადებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები