„ეს საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს სცილდება“ – დავით მათიკაშვილი სოფო ჯაფარიძის განცხადებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს სცილდება.

„ამ კუთხით განცხადება სცილდება საქართველოს კონსტიტუციურობის ფარგლებს. საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის დაადგინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებული მოცემულობა. მე საზოგადოებას სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას შევახსენებ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა, რომელშიც პირდაპირ და ცალსახად არის საუბარი იმაზე, რომ სისტემურად, იმ დროს, როდესაც ეს დანაშაული მოხდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დანაშაული ჩადენილიყო და მერე ეს ჩაფარცხულიყო“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე ადამიანები უნდა დაისაჯონ და უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები