ირაკლი კუპრაძე: “ბულკებს” მეც ვჭამდი ბავშვობაში, მიყვარდა – თაკო ჩარკვიანის განცხადებები რას უკავშირდება, არ ვიცი

”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მისი თანაგუნდელის მისამართით “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კუპრაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, ჩარკვიანის განცხადება რას უკავშირდება.

“რა ვქნა, “ბულკებს” მეც ვჭამდი ბავშვობაში, მიყვარდა. თაკო ჩარკვიანის განცხადებები რას უკავშირდება, არ ვიცი, ვიცით ის, რომ “ლელოს” აქვს საკუთარი გეგმა, სხვა არასაჭირო, გაუგებარი პოლიტიკური მოძრაობები, არ არის ჩვენთვის საინტერესო,”- აცხადებს კუპრაძე.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა: “საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად საბა ბუაძეს, ფუნთუშებზე გაზრდილია და ეს ჩანს. ფუნთუშებზე კიდევ ვერ კეთდება პოლიტიკა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები