“ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, ვინც გამოსახლებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება გახადა საჭირო” – ბექა ოდიშარია
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, ვინც გამოსახლებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება გახადა საჭირო. მოიკითხეთ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განუცხადა.
„როგორც ჟურნალისტური გამოძიებით აღმოჩნდა, სიმართლე მხოლოდ ერთი არ არის – ის არის ორმხრივი. დიდი ხანია, მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს და ცალსახა ამბავი არ არის.
ზოგადად, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, მაგრამ ამასთან“ქართული ოცნება“ რა შუაშია? – ჩვენ ის ძალა ვართ, ვინც აქ სასამართლოს კომპონენტი შემოიტანა და სასამართლოს განჩინება გახდა საჭირო.
მოიკითხეთ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა ხდებოდა და ვინ იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. გამოსახლებებისთვის რამდენი მილიონი აქვს აღებული პრემიის სახით? – ძალიან გთხოვთ, კარგად მოიკითხეთ! შევიკრიბებით, საკითხზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ ზომებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა ოდიშარიამ.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა. ბინაში შესასვლელად აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით გახსნეს და იქ მყოფი ადამიანები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.