ბექა ოდიშარია: ლეიბზე წამოწოლას და კიბეებზე ჩამოჯდომას მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს

„მთავარია, ოპოზიცია არ გაგვიცივდეს, ლეიბზე წამოწოლას და კიბეებზე ჩამოჯდომას მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის “ფეისბუქ” პოსტს.

“ასეთი მიზანი 9 აპრილის მოვლენებისას გვახსოვს. მას შემდეგ, ეს ხალხი ნებისმიერ ნეგატიურ ამბავს, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არ არის დაკავშირებული, ბავშვის გარდაცვალება თუ ბიჭების ჩხუბი, მათ შორის, გამოსახლების საკითხი, რა ბმაშია და კავშირშია იმასთან, რომ ლეიბები გაშალონ? მხარეებს შორის დავა დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამასთან „ქართული ოცნება“ რა შუაშია? ის ძალა ვართ, ვინც აქ სასამართლოს კომპონენტი შემოიტანა და გახდა საჭირო განჩინება. მანამდე, „ნაცების“ დროს რა ხდებოდა და ვინ იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, მოიკითხეთ. გამოსახლებებისთვის რამდენი მილიონი აქვთ აღებული პრემიის სახით? კარგად მოიკითხეთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები