ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: გაერთიანდებიან თუ არა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება

“გაერთიანდებიან თუ არა, ამ შემთხვევაში შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გადაჯგუფებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სეგმენტებად დაშლილი “ნაცმოძრაობაა”.

„ეს არის ერთ დროს ერთიანი, დიდი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისის შედეგად სხვადასხვა სეგმენტად დაშლილი ოპოზიცია. ესენიც ძირითადად დღეს ზრუნავენ იმ ელექტორატის თავის მხარეს გადმობირებაზე, რომელიც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იყო, ამიტომ რაიმე სიახლე ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები