რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე თავად დაიყენა
მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“რადიკალურმა ოპოზიციამ თავად დაიყენა საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე, ამ პოლიტიკურ ანათემას საბოლოოდ ჩვენი ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააფორმებს. ეს ადამიანები სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძვიან. ასევე, ებრძვიან ყველაფერს იმას, რასაც ჩვენი ეროვნება, იდენტობა, ჩვენი კულტურას დგას. როგორც ჩანს, ამ ბრძოლას სინამდვილეში სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს. ფაქტობრივად, თითოეული ეგეთი განცხადებით საკუთარი რეალური მიზნების ლუსტრირებას ახდენენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო სტალინისტებით არის გაძეძგილი, პატრიარქის თამადობით.