უფაში, სალავათ იულაევის მოედანზე აქტივისტის, ფაილ ალსინოვის მხარდამჭერი აქცია განახლდა, მოედანზე ხალხი შეიკრიბა.
ტელეგრამის არხები იტყობინება, რომ დაიწყო დაკავებები.
ამ დროისთვის, სულ მცირე, 10 დაკავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
შეკრებილები ცდილობენ, ძალოვანების მანქანებს გზა გადაუღობონ და სკანდირებენ: “სირცხვილია!”
18 იანვარს ბაიმაკსკის რაიონში მრავალათასიანი მიტინგი ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა. შეკრებილები ბაიმაკის რაიონული სასამართლოს მოედანთან შეიკრიბნენ ფაილ ალსინოვის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც 17 იანვარს „ეთნიკური სიძულვილის გაღვივების“ ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.