ქარელში, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული.

შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები