გია ცაგარეიშვილი: დანიის ელჩი სტატიაში ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა ევრორეკომენდაციებიდან – რომელ ეტაპზე შეაფერხა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ?
სტატიაში ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ საქართველო ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, პროგრესი განიცადა რეფორმირების გზაზე, ყველაფერი შეასრულა ევრორეკომენდაციებიდან და რომელ გზაზე, რა ეტაპზე შეაფერხა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ იმ პუბლიკაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
მისი თქმით, დანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, თუმცა, დეპუტატი ურჩევს ყველას, საქართველოზე საუბრისას
ქვეყნის ისტორია შეისწავლონ.
„მე ამ სიტუაციის დრამატიზებას შეგნებულად არ მოვახდენ, რადგან დანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ, ყველას ვურჩევ, როდესაც ასეთ განცხადებებს აქვეყნებთ, კარგად შეისწავლეთ იმ ქვეყნის ისტორია, სადაც მოვლინებულები ხართ დიპლომატიური მისიის შესასრულებლად. სტატიაში ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ საქართველო ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, პროგრესი განიცადა რეფორმირების გზაზე, ყველაფერი შეასრულა ევრორეკომენდაციებიდან და რომელ გზაზე, რა ეტაპზე შეაფერხა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ?“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.