მაჭარაშვილი: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა ყოველთვის არის სიამოვნება, მით უმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში
“ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მით უმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც პოლიტიკაში ყოფნის დროს, ისე არყოფნის დროსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს.
„ადამიანს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ქვეყნის წინაშე, უფლება აქვს მივიდეს რომელიღაც ღონისძიებაზე და ის, რომ შიშს ჰგვრის ოპოზიციას და ოპოზიციურ განწყობილ ტელეარხებს, ხომ არ ბრუნდება, არის ძალიან კარგი, რადგან როგორც პოლიტიკაში ყოფნის დროს, ისე არ ყოფნის დროსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, რადგან გუნდი იყო ჩამოყალიბებული და ხედავთ, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი და ზოგადად ხელისუფლება კარგად ვართმევთ თავს ქვეყნის მართვას – ეს არის მოცემულობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენ არ გვეცოდინება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ გუნდი მუშაობს წარმატებით და მისი გადაწყვეტილება იყო მისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.