ირაკლი ზარქუა – „ნაცმოძრაობაზე”: არის ასეთი გამოთქმა, წაქცეულს წიხლს არ აჭერენო, ამიტომ მერიდება უკვე, რა ვთქვა, არ ვიცი – უხერხულია, ხალხი გიყურებთ
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება.
“არის ასეთი გამოთქმა, წაქცეულს წიხლს არ აჭერენო, ამიტომ მერიდება უკვე, რა ვთქვა, არ ვიცი – ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით, ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ.
სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა“, მეორე – ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება – ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა ზარქუამ.