“ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს” – ირაკლი ზარქუა
„ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და პოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ ოპონენტები იბრძოდნენ, რომ საქართველოს „ქართულ ოცნების“ მმართველობის პერიოდში კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„ხელმოცარულები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ერთმანეთი დაასმინეს. ხომ მოვისმინეთ, როგორი წინააღმდეგები იყვნენ, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა საქართველოს ჩვენი მმართველობის პერიოდში. ამ ხელმოცარულებს მერე დააკვირდით, რა კომენტარებს გააკეთებენ 15 დეკემბერს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.