ირაკლი ქადაგიშვილი: ალბათ, მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს

„ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რა დღის წესრიგსაც სთავაზობდა ქვეყანას, იმ დღის წესრიგის შესრულების პროცესშია ახლა თავის პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, იშლება, ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს. ამ პარტიას არც პოლიტიკური და არც მორალური საყრდენები არ აქვს. ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობის შედეგი, რომელიც, რეალურად, ამ პარტიაშია გამეფებული. ასევე, დესტრუქციული და ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ ატარებდნენ. ალბათ, მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები