“მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას, შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ” – ირაკლი ზარქუა
„ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას – შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ, გავიდნენ, ელაპარაკონ და იქნებ ბარიერი გადალახონ. სხვანაირად გამორიცხულია. ჩვენ ეს რეკომენდაცია მივიღეთ და იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეეზღუდებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.