გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას გასაგებია, რომ უკვე მოლანდებები აქვს, რადგან იცის, რომ დამარცხებულია
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ დამარცხებულია.
მისივე თქმით, ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
„ოპოზიციას გასაგებია, რომ უკვე მოლანდებები აქვს, რადგან იცის, რომ დამარცხებულია, მათ შორის, ოპოზიციაში მოსვლისთვისაც. ამიტომ, ელანდებათ ხან შავი ხვრელები, ხან – შავი ფულები და ა.შ. ამით კი ეწინააღმდეგებიან ევროკომისიისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციას, რომ ეს საკითხი – იურიდიულ პირებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიები დააფინანსონ, დეოლიგარქიზაციის ფორმატში დარეგულირდეს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.