ჩვენ ვაჩვენებთ მთელს სამყაროს, დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, რომ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესისთვის მზად ვართ – გივი მიქანაძე
“საბოლოო ჯამში, ჩვენ არ გვაქვს დიდი მოლოდინი იმისა, რომ რადიკალები ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში კონსტრუქციულ მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, ჩვენი კონსტრუქციულობის კარები კვლავაც ღიაა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვაჩვენებთ მთელს სამყაროს, დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს და პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ პროცესისთვის მზად ვართ.
ეს პროცესი ერთი წამით არ გაჩერებულა. მომავალ კვირაშიც ჩვენ გვექნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ნაწილობრივ იმ 9 დათქმის გამოხმაურებაა. ეს მუშაობა გაგრძელდება და საგაზაფხულო სესიაზეც არაერთი კანონპროექტი დაინიცირდება“, – განაცხადა მიქანაძემ.