“მიიღონ მონაწილეობა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში, სხვა შემთხვევაში, ეს მათთვის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იქნება, რომ მავნებლები არიან” – ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე

“მიიღონ მონაწილეობა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში. სხვა შემთხვევაში, ეს მათთვის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იქნება, რომ მავნებლები არიან და აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალს”, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ბოიკოტირებენ, რადგან მავნებლები არიან. მათ აქვთ მხოლოდ ერთი სურვილი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იგივე იქნება 9 დათქმის შემთხვევაშიც. პროცესი დაწყებულია, ძალიან ფართოდ გაღებული კარით დაიწყო და ამით ეს პროცესი გახსნილია. ეს მუშა პროცესი მუდმივად ტრანსფარენტული იქნება ოპოზიციისთვის, რაშიც მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები