დაუშვებელია ადამიანების პარტიიდან გაგდება, გარიყვა, პარტიის გარეთ დატოვება, ეს მე მინახავს კომუნისტურ პარტიაში – ხატია დეკანოიძე

“ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიიდან ადამიანების გაგდება დაუშვებელია.

“ვფიქრობ, დაუშვებელია ადამიანების პარტიიდან გაგდება, გარიყვა, პარტიის გარეთ დატოვება, რაც ფორმალურად და სამართლებრივად არ არსებობს – მე მინახავს კომუნისტურ პარტიაში”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ მოაწერა ხელი  ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის მანიფესტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები