გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში
“რასაც ვუყურებ შეფასებებს, არ მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია მზად არის სამუშაოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის დათქმების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაში ისევ დესტაბილიზაციაა.
„კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის. არსებობს თემატური, პროფილური კომიტეტები და რა საკვირველია იქ მუშაობა გაგრძელდება. რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.