“ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს, როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ“ – გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიაზე

“ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს, როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიას, სათაურით „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, რომელსაც გამოცემა „თრანზიშნ მედია“ აქვეყნებს.

„ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს, როგორც სვავები, ისე დასტრიალებენ. ცოტა რომ გამოიხედა თვალებში კანდიდატის სტატუსმა და უნდა გაცოცხლდეს, ყვავ-ყორნები არასამთავრობოებისა და სერგი კაპანაძის სახით ახლა ჯიჯგნიან ამ კანდიდატის სტატუსს, რომ როგორმე არ მიაღწიოს 8 ნოემბრამდე და მერე 15 დეკემბრამდე ცოცხალმა და როგორმე იქამდე მოკლან. ვარწმუნებ ყველას, საქართველო იყო და იქნება, მიუხედავად ამ ყვავ-ყორნებისა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სერგი კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ, შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები