ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა
.„ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან აღნიშნა:
„ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – განაცხადა მელიამ.