„რაც უფრო არანორმალურ განცხადებას გააკეთებს, რაც უფრო შორს იქნება იმ რეალობიდან, რაც საქართველოშია“ – გია ვოლსკი სააკაშვილზე
„რაც უფრო არანორმალურ განცხადებას გააკეთებს, რაც უფრო შორს იქნება იმ რეალობიდან, რაც საქართველოშია, უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებს“, ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„სკანდალური განცხადებების გაკეთება არის სტილი, რომელიც სააკაშვილმა აირჩია. საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს შენარჩუნებული. რასაკვირველია, ეს წყობიდან გამოიყვანს სააკაშვილს, რომელიც სტაბილური ხასიათით ან აზროვნებით არ გამოირჩევა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.