ირაკლი ქადაგიშვილი: დაირაზმა რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, „ენჯეოები“, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება – არა

“როდესაც დღეს უკვე შედეგი ხილული ხდება, რომ ამ გზაზე წარმატების რეალური შანსი არის, დღეს დაირაზმა რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, „ენჯეოები“, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„არადა, ამას ევროკომისია და ევროსაბჭოს ანიჭებს ქვეყანას და საქართველო არ არის ტომი, რომელიც განყენებულად განიხილება, საქართველო არის სახელმწიფო“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ევროკომისია 8 ნოემბერს იტყვის, როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები