“სააკაშვილი არის მშიშარა და ყველაფერთან ერთად მეზღაპრეც” – გურამ მაჭარაშვილი

„ვნახეთ, როდესაც კონტეინერით შემოვიდა, ჩაწერა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მოიტაცა მძღოლმა და არ იცის, სად იმყოფება – ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის“ , – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარეობს, რომ ის არის მშიშარა. თუ ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, მაშინ ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურთან. ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება იმ პოლიტიკაზე, რომელი პოლიტიკითაც მართა ქვეყანა და ხალხმა უარი უთხრა ქვეყნის მმართველობაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები