შალვა პაპუაშვილი: ძალიან იმედისმომცემია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთისა და სლოვენიის პარლამენტების სპიკერებს გაკეთებული განცხადებებისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან იმედისმომცემია, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ასეთი სერიოზული მხარდაჭერა. ნამდვილი მეგობრობა ასეთი უნდა იყოს. ბატონო ნიკოლაე ჩუკა და ქალბატონო ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩ, ვაფასებთ თქვენს თანადგომას“, – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.

ცნობისთვის, ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთისა და სლოვენიის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების დეკემბერში საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მხარს დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები