ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში
ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ლატვიის, შვედეთის, ავსტრიის, მონტენეგროს, სლოვენიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოლდოვას, უნგრეთის და ალბანეთის წარმომადგენლები.
„მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.
ილია დარჩიაშვილმა მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.