ილია დარჩიაშვილი: სააკაშვილთან მიმართებაში საქართველომ ძალიან ბევრი დაუმსახურებელი საყვედური მიიღო – პარტნიორები ხვდებიან, რომ რასაც ვამბობდით იყო სიმართლე
მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველომ ძალიან ბევრი დაუმსახურებელი საყვედური მიიღო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორები ხვდებიან, რომ ის, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა იყო სიმართლე.
„მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქართველომ ძალიან ბევრი დაუმსახურებელი საყვედური მიიღო. ის, რომ ნებისმიერ პატიმარს ჰქონდეს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და ის, რომ სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრისთვის ყველა პირობები ყოფილიყო ეს დღეს გამოჩნდა. ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რომ ის, რაზეც ჩვენს ვსაუბრობთ და რასაც ვამბობდით ეს იყო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.