იმედი გვაქვს,რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას, რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის ძალისხმევა და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. მომავალი კვირისთვის უკვე ველოდებით ევროკომისიის დასკვნას, რომელიც იქნება ბილეთი დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების.
იმედი გვაქვს,რომ ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ განხილვების დროს ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისგან და რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და იმედით ველოდებით დასკვნას რომელსაც სულ მალე ყველა ერთად ვიხილავთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.