გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის სამართლიანი შეფასება იქნება დეპოლარიზაციის საწყისი

“ევროკავშირის სამართლიანი შეფასება ამ აბსოლუტურად შეუსაბამო, არაადეკვატურ ფორმულირებებს ბოლოს მოუღებს და რასაკვირველია, რაც პრემიერმა თქვა, ეს იქნება საწყისი დეპოლარიზაციის, თუმცა არა მგონია, რომ ეს დეპოლარიზაცია აწყობდეს იმ გუნდს, რომელიც გაერთიანებულია ამ რევოლუციურ კომიტეტში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით,  საუბარი, რომ საზოგადოებას, ხალხს ეკუთვნის თურმე კანდიდატის სტატუსი და მისი უმრავლესობით არჩეულ მთავრობას არა – არის მავნებლური ფორმულა.

„კარგად ხედავთ და ამას სიღრმისეული ანალიზი არ სჭირდება, თუ როგორ შეიცვალა რიტორიკა. ერთი, რაზეც ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა – საზოგადოებას, ხალხს ეკუთვნის თურმე კანდიდატის სტატუსი და მისი უმრავლესობით არჩეულ მთავრობას არა. ეს არის მავნებლური ფორმულა, რომელსაც ევროკავშირი ამ კუთხით არასდროს განიხილავს. ეს არის რევოლუციური მოწოდება, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს მთავრობას და ამის შემდეგ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გაისმა ახალი ფორმულებიც, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას რომ დავუპირისპირდეთ, ამისთვის უნდა მიეცეს, რუსეთის ჯინაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსიო. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სამართლიანი შეფასება ამ აბსოლუტურად შეუსაბამო, არაადეკვატურ ფორმულირებებს ბოლოს მოუღებს და რასაკვირველია, რაც პრემიერმა თქვა, ეს იქნება საწყისი დეპოლარიზაციის, თუმცა, არ მგონია, რომ ეს დეპოლარიზაცია აწყობდეს იმ გუნდს, რომელიც გაერთიანებულია ამ რევოლუციურ კომიტეტში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები