დავით კირკიტაძე: ნიკა გვარამიას წარსულის შეფასებაში მე ობიექტური არ ვარ

“ნიკა გვარამიას წარსულის შეფასებაში მე ობიექტური არ ვარ, ამიტომ ამომრჩეველი გადაწყვეტს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში ადამიანების ჩართულობას მიესალმება.

„მივესალმები ბევრი ადამიანის ჩართულობას პოლიტიკაში. ნიკა გვარამიას წარსულის შეფასებაში მე ხომ ობიექტური არ ვარ. ამიტომ, ამომრჩეველი გადაწყვეტს. მისი საქმიანობა შეფასებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდანაც, რომ ის იყო პოლიტიკური პატიმარი უახლოეს წარსულში და ახლა ის თავისუფლებაზეა, რაც ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ასევე, მან დაიმსახურა ის ჯილდო, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ჩვენს ჟურნალისტს არ მიუღია“,- აღნიშნა კირკიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები