გივი მიქანაძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, გივი ჯაფარიძეს და პრეზიდენტის მოადგილეს, ანატოლი გიორგაძეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, გივი ჯაფარიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა ის შესაძლებლობები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება განვითარდეს. განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით.