დავით კირკიტაძე: ნიკა მელიამ ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
“საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ნიკა მელიას პოზიცია შეცვლილი. ჯერ არ შევალთო – ამბობდა, მერე შევალთო. ჩამოყალიბდეს, რა უნდა და მერე ვისაუბროთ. თუ მართლა აინტერესებს, რას ვაკეთებთ, ჩართოს და უყუროს. თუ რამე კონკრეტული აინტერესებს, დაგვირეკოს, გვკითხოს. ნიკა მელიამ ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს, ვინც მას უსმენს“, – აღნიშნა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ ოპოზიციის, კონკრეტულად კი “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა: “ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად”.