მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მაქსიმალურად ახლოსაა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა, გვაქვს ჩვენი გამოწვევები, მათ შორის, რომელიც უკავშირდება ეროვნულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა
საქართველო მაქსიმალურად ახლოსაა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა, გვაქვს ჩვენი გამოწვევები, მათ შორის, რომელიც უკავშირდება ეროვნულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ პოლიტიკასთან, მათ შორის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მომდევნო წლებში ევროკავშირმა და საქართველომ იმუშაონ ერთად, როგორ შეიძლება, შეიქმნას უფრო უსაფრთხო გარემო საქართველოსთვის, რომ მეტად მოხდეს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.
„ევროკავშირისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთგვარად, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია იყო ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიციების მაკონსოლიდირებელი. იცით, რომ საქართველო მაქსიმალურად არის ახლოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოწვევები, მათ შორის, რომელიც უკავშირდება უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენთვის ნომერ პირველი, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ პოლიტიკასთან, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ევროკავშირმა და საქართველომ ვიმუშაოთ ერთად, როგორ შეიძლება, შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო საქართველოსთვის, რომ მეტად ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამას მხოლოდ საქართველო ვერ გააკეთებს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, სერიოზული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს შევძლოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.