რატი ბრეგაძე: დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“, სამი პატიმრის ნაცვლად, გვექნებოდა სამი გვამი
“ოპოზიციის განცხადებები გაქცეული მსჯავრდებულებისადმი ჩაბარებისკენ მოწოდებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მანიაკალურ სახეს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, სამი პატიმრის ნაცვლად, სამი გვამი იქნებოდა.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს… პირდაპირ გეტყვით, დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.