ეგვიპტეში, „რაფაჰის“ სასაზღვრო პუნქტის გავლით, სულ მცირე, 361 უცხო ქვეყნის მოქალაქე შევიდა, – ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
ოფიციალური პირის თქმით, დღეს ეგვიპტეში ჩასასვლელად 491 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა, დანარჩენმა 130-მა შესაძლოა, სასაზღვრო პუნქტს ვერ მიაღწია, ან უარი თქვა გადაკვეთაზე ოჯახების გარეშე, რომელთა გვარები სიაში არ იყო რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ „რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კატარის შუამავლობითა და აშშ-ის კოორდინაციით მიმდინარეობდა.