მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია – 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.
მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.
ჩვენი დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა“, – წერს ბორელი X-ზე.
Russian aggression against #Ukraine has reached a new peak of ruthlessness, with more than 100 towns and villages targeted in 24 hours.
Moscow should have no illusions: other crises will not divert our attention from Ukraine.
Our support continues, as long as needed
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 1, 2023