ირაკლი კობახიძე სტუდენტებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ირაკლი კობახიძისგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუდენტები გაეცნენ საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური საკითხებით.
შეხვედრაში დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში მცხოვრები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებთან მსგავს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი -,გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების  გამგებლები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები. პარლამენტში სტუდენტების სტუმრობა პარლამენტის წევრების, რიმა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის ორგანიზებით განხორციელდა.

შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები