თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები შტუტგარტის ვიცემერს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ შტუტგარტის მერიაში, ვიცემერს, ქალბატონ ანდრეა კლეტტ-აინინგერს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა და მასპინძელმა მხარემ თბილისსა და შტუტგარტს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მუნიციპალური ელექტრონული სერვისების, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ურბანული განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სამომავლო გზები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები