“ქალბატონი აქუბარდია მარია ზახაროვას ანალოგია” – ირაკლი ბერაია

“ქალბატონი აქუბარდია არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას – ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა.

ქალბატონი აქუბარდია არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი“, – განაცხადა ბერაიამ.

თეონა აქუბარდიამ პლენრულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა: „სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციულ პროცესში წამყვანი როლი იკისრეთ, რადგან მთელი მსოფლიო როცა საუბრობს, რომ რუსეთი ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, თქვენ თქვით, რომ USAID-ი იყო ამ ყველაფერში გარეული და ევროკავშირი ახალისებსო, ისევე, როგორც USAID-ი ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოშიო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები