შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა

“ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. არც მაშინ, როდესაც პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება კანდიდატის სტატუსის გარეშე და არც ახლა, როდესაც ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში საკითხის ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ გამოეყენებინათ ის, როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას მათთვის არასდროს ჰქონია რაიმე ღირებულება. ისინი ამ საკითხის ერთადერთ ღირებულებას იმაში ხედავდნენ, რომ გამოეყენებინათ ის როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს რომ ერთმანეთის მხილებით არიან დაკავებულები და იმ გემიდან, რომელიც იძირება რომ გარბიან და ყველამ იცის, ვინ გარბის პირველი დაღუპვისთვის განწირული გემიდან – ყველა ეს ადამიანი ჩართული იყო 1,5 წელი იმაში, რომ იარაღად გამოეყენებინათ ევროპასთან ინტეგრაცია ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ. ახლა ხედავენ, რომ ეს იარაღი ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ გემს, რომელიც იძირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები