ალუდა ღუდუშაური: საერთოდ არ მაინტერესებს, რისთვის ემზადება სალომე ზურაბიშვილი

“საერთოდ არ მაინტერესებს, რისთვის ემზადება სალომე ზურაბიშვილი, არც ქართველ ხალხს აინტერესებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ არ აინტერესებს.

„ის არის პირი, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ახლა უნდა დავდგეთ და ვიმარჩიელოთ, რას აპირებს და რატომ არ ცნობს თავს ვალდებულად ქართველი ხალხის წინაშე. ამ ადამიანმა ღიად განაცხადა, რომ საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს მთავარი კონსტიტუცია. კონსულტაციებიც არახალია მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსებთან. საერთოდ არ მაინტერესებს რისთვის ემზადება სალომე ზურაბიშვილი, არც ქართველ ხალხს აინტერესებს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს დანიის სამეფოში ვიზიტი ხვალ აქვს დაგეგმილი. მან ვიზიტის შესახებ მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართა და უარი აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები