ალუდა ღუდუშაური: როდესაც გქვია პოლიტიკოსი და ხარ ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, ვილაპარაკოთ ქვეყნის სიყვარულზე

“როდესაც გქვია პოლიტიკოსი და ხარ ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, ვილაპარაკოთ ქვეყნის სიყვარულსა და პრაგმატულობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამადაშვილი თავის დამკვიდრებას არაადამიანური ნაბიჯებით ცდილობს.

„ქალბატონი სამადაშვილი ერთ-ერთი პირია, ვინც ხელი მოაწერა და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა აგრესიული ომის წარმოებაში. როგორც ჩანს, ის ცდილობს რადიკალით და არაადამიანური ნაბიჯებით თავი დაიმკვიდროს „ლელოში“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მთავარი ბოდვა, რაც კანდიდატის თემაზე არსებობს, არის ილუზია, რომ სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები