არჩილ თალაკვაძე: ვინც კარვებს თავისუფლებასთან აიგივებს, ერთადერთი რამითაა დაინტერესებული – როგორმე, ქვეყანაში არეულობა მოაწყოს
ვინც კარვებს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან აიგივებს, ერთადერთი რამითაა დაინტერესებული – როგორმე, შექმნას მიზეზი, რომ საზოგადოების ემოციები გამოიყენოს და ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ პარლამენტი, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს კანონისა და რეგლამენტის დაცვით განიხილავენ.
“ის, ვინც კარვებს თავისუფლებასთან, დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან აიგივებს, ერთადერთი რამითაა დაინტერესებული – როგორმე, შექმნას მიზეზი, რომ საზოგადოების ემოციები გამოიყენოს და ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ დავინახეთ, მათ შორის, ვერც ვეტოსთან ერთად, ამიტომ, ამ ვეტოს, რა თქმა უნდა, კანონისა და რეგლამენტის დაცვით განვიხილავთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.